ტრენინგი- როგორ მუშაობს ფაბლაბი
ტრენინგი- როგორ მუშაობს ფაბლაბი
16 ივლისი

16 ივლისიდან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკში აგრძელებს უფასო სატრენინგო პროგრამას თემაზე : როგორ მუშაობს ფაბლაბი.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარები და დაეუფლოთ მომავლის პროფესიებს.

მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს და გაეცნობიან შემდეგი ტიპის დანადგარებთან მუშაობის პრინციპებს:

- პროგრამირებადი ჩარხი (CNC Router)

- 3D ბეჭდვა

- პროგრამირებადი საკერავი მანქანა

- ბრტყელ ზედაპირზე ბეჭდვა

- ლაზერული ჭრა და გრავირება

- ვაკუუმფორმირება და თერმოგადატანა

- ფართოფორმატიანი ბეჭდვა და სასერი პლოტერი

ტრენინგზე მიღებისთვის აუცილებელი პრე-რეკვიზიტები იხილეთ სარეგისტრაციო ბმულში

*თითოეული ტრენინგის ასარჩევად მონაწილემ რეგისტრაციის გავლისას უნდა მონიშნოს შესაბამისი აპარატურა.

* პრე-რეკვიზიტებში მოყვანილი გრაფიკული პროგრამების ცოდნა აუცილებელი პირობაა.

*ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე : http://bit.ly/2zc0CxA