FABTALKS - რა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის?
FABTALKS - რა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის?
04 ივლისი

4 ივლისს, 19:00 საათზე ტექნოპარკში FABTALKS-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება თემაზე: რა უნდა ვიცოდეთ Hardware წარმოებისთვის.

მოწვეული სტუმარი იქნება გამოცდილი ანტრეპრენიორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ექსპერტი - დავით ჩეჩელაშვილი, რომელსაც აქვს აშშ-ში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ ის იყო თანადამფუძნებელი ხუთი გლობალური სტარტაპის ხელოვნური ინტელექტის და იმერსიული ვიზუალიზაციის მიმართულებით. დავითი ასევე კითხულობს ლექციებს ინოვაციურ მეწარმეობაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სპიკერი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებს წარმოებაზე და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ის სტარტაპებს და დაინტერესებულ პირებს მისცემს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოახდინონ დიზაინის ოპტიმიზაცია ხელშესახები პროდუქტის შექმნისა და წარმოებისთვის.

ფაბლაბი - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია საუკეთესო შესაძლებლობაა ინოვატორებისთვის, რომ შექმნან ფიზიკური პროდუქტები და განახორციელონ საკუთარი იდეა, შეხვედრის მიზანია მოტივაციისა და ინსპირაციის მიცემა სწორედ ასეთი ადამიანებისთვის.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2tu0Ev9 
დასწრება თავისუფალია!