პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული
პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული
25 ივნისი

დღეს ტექნოპარკში ,,პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეული’’ გაიხსნა.

კვირეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია პროფესიულ განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომით სწავლების პოპულარიზაცია. გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, ინოვაციურ ლაბორატორიებში ანუ ფაბლაბში შექმნილი ნამუშევრები.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ავთანდილ კასრაძე. დამსწრე საზოგადოებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციების სააგენტოს მხრიდან, გაკეთდა მოკლე პრეზენტაციები ინოვაციურ სწავლებასთან და სისტემაში არსებულ სერვისებთან დაკავშირებით.