FABTALKS- ინოვაცია, ინსპირაცია და ვიზუალიზაცია
FABTALKS- ინოვაცია, ინსპირაცია და ვიზუალიზაცია
14 ივნისი

13 ივნისს ტექნოპარკში FABTALKS-ის შეხვედრა გაიმართა თემაზე: ინოვაცია, ინსპირაცია და ვიზუალიზაცია.

მოწვეულმა სტუმარმა ბრაზილიიდან - პაულო იტალიანმა ისაუბრა დიზაინერის გამოწვევაზე შემოქმედებითი პროცესის დროს და თავად სიტყვა დიზაინის ზუსტ განსაზღვრებაზე, აგრეთვე მან განიხილა თუ საიდან მოდის ,,ტრენდი’’ ამ სფეროში.

პაულო გუსტავო იტალიანი პროფესიით ინდუსტრიული დიზაინერია, რომელსაც აქვს ამ სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები პროდუქტისა და ტრანსპორტის დიზაინის შესახებ. აგრეთვე ის არის რამდენიმე ცნობილი კონკურსის გამარჯვებული და პრიზიორი.