ფაბლაბი იწვევს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას!
შეკრიბეთ ჯგუფები და გვეწვიეთ FAB სკოლის უფასო საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც ყოველდღიურად ჩატარდება ტექნოპარკში.
შეხვედრა სამი ნაწილისგან შედგება
- საინფორმაციო ტური, სადაც მოსწავლეები დაათვალიერებენ ფაბლაბს
- 3D მოდელირების და ბეჭდვის მცირე ვორქშოფი, სადაც მოსწავლეები ნახავენ თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე
- ფაბლაბის საბავშვო ვორქშოფების პრეზენტაცია
FAB სკოლის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა საბავშვო ვორქშოფები, როგორიცაა: Little Bits, Arduino, Lego Robotics, 3D და ა.შ, სადაც ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა.
საინფორმაციო შეხვედრის ხანგრძლივობაა: 45 წუთი
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20 მოსწავლე
ტექნოპარკის ფაბლაბის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და მეტ ჩართულობას თანამედროვე ტექნოლოგიებში.
გახდი FAB მოსწავლე https://goo.gl/HjB7nH
დამატებითი ინფორმაციისთვის: დარეკეთ ცხელ ხაზზე - 2 00 44 82