დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება პროექტი ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად”.
პროექტის საწყის ეტაპზე ირჩევა ათი გუნდი, რომლებიც  ფაბლაბში ქმნიან ინოვაციურ პროდუქტებს. მონაწილე გუნდებს შესაძლებლობა აქვთ პროდუქტის შესაქმნელად გამოიყენონ ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარები.

დაახლოებით 2 თვეში,  ფაბლაბის სპეციალისტების აქტიური  ჩართულობითა და ვიდეო ტრენინგებით, მონაწილე გუნდები ავითარებენ პროდუქტს და იდეას სწორი მიმართულებით.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე იმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ხელს უწყობს ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.

პროექტის მიზანია, საქართველოში გაჩნდეს უფრო  მეტი ინოვაციური სტარტაპი და  მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად.
ეს შემდგომში ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების განვითარებას და ქართული წარმოების ზრდას.

 

ორი წლის განმავლობაში ჩატარდა პროექტის 4 ეტაპი და მონაწილეობდა 100-მდე გუნდი, აქედან 20-მა  სტარტაპმა შეიძინა საკუთარი დანადგარი და დღეს წარმატებულად აწარმოებს პროდუქტს, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო ბაზარზე.