დაჯავშნე დანადგარი
ვორქშოფები

ტექნოპარკის ფაბლაბი ყოველდღიურად ატარებს Little Bits-ის ვორქშოფს, Little Bits- ეს არის მარტივი და სახალისო ელექტრონული კონსტრუქტორი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს გაეცნოს ელექტრონიკის საწყისებს. სახალისო და შემეცნებითი ვორქშოფის ფარგლებში ბავშვები მოდულების მარტივი გადაწყობით შეძლებენ შექმნან სხვადასხვა დანიშნულების ფერადი სათამაშოები, გაეცნონ ელექტრონიკის საწყისებს და მოწყობილობებს.


მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ბავშვს 8-დან 12-წლამდე.