დაჯავშნე დანადგარი
ტრენინგები

ტექნოპარკის ფაბლაბში ხშირად ტარდება 3D მოდელირებისა და ბეჭდვის ტრენინგები, როგორც ბავშვებისთვის, აგრეთვე მოზრდილი ადამიანებისთვის.

Autodesk 123D Design არის 3D მოდელირების პროგრამა, რომელიც საუკეთესო საშუალებაა 3D მოდელირების შესასწავლად. მისი მარტივი ხელსაწყოების დახმარებით შესაძლებელია როგორც მარტივი, ასევე რთული, კომპლექსური 3D მოდელების შექმნა.

ფაბლაბის ტრენინგების ფრგლებში დაინტერესებული პირები შეისწავლიან სხვადასხვა 3D პრინტერთან მუშაობას და შეძლებენ საკუთარი მოდელების ბეჭდვას.

ტრენინგის შედეგად ისინი დაეუფლებიან მომავლის პროფესიის საწყისებს, განუვითარდებათ სივრცული ხედვა და ლოგიკური აზროვნება.