დაჯავშნე დანადგარი
საქართველოს ფაბლაბები

საქართველო ამიერკავკასიაში პირველი ქვეყანაა, რომელიც ფაბლაბების რუკაზე გაჩნდა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ აქტიურად დაიწყო 2015 წელს მუშაობა მათ გახსნასა და ამუშავებაზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პირველი ფაბლაბი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და სააგენტოს ხელშეწყობით, თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა და დღეს დაინტერესებულ ადამიანებს აქტიურად და წარმატებით ემსახურება.

პირველი ფაბლაბის გახსნის დღიდან დაიწყო აქტიური მუშაობა რეგიონების ასათვისებლად და საქართველოს მასშტაბით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების ამოქმედება. 2016 წელს გაიხსნა პირველი ტექნოლოგიური პარკი, სადაც არის ტექნოპარკის ფაბლაბი. 

ტექნოპარის ფაბლაბი ყველა დაინტერესებულ პირს უნიკალურ დანადგარული ციკლთან ერთად სთავაზობს მეიქერულ გარემოს სამუშაო სივრცისთვის, უფასო პროტოტიპირების, მრავალმხრივ სასწავლო კურსებსა და სხვა საკონსულტაციო სერვისებს. ფაბლაბის სერვისებით სარგებლობა მომხმარებლებს მარტივი სარეგისტრაციო ბმულის შევსებით შეუძლიათ, რის შემდეგაც მათ უკავშირდება სერვის მენეჯერი და აცნობებს სპეციალური კონსულტაციის შესახებ, სადაც ხორციელდება პროექტის განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა.

თბილისში უნივერსიტეტების ბაზაზე აგრეთვე ფუნქციონირებს სამხატვრო აკადემიის, სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბები, ხოლო რეგიონებში,  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ბაზაზეა აქტიურად მომუშავე ფაბლაბები. 

პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე საქართველოში 14 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ფუნქციონირებს. სასწავლებლების სტუდენტებს საშუალება აქვთ მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები ფაბლაბის დახმარებით, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ.

აღსანიშნავია ზუგდიდის ტექნოპარკის ფაბლაბი, რომელიც აღჭურვილია იმ დანადგარული ციკლით, რაც იძლევა თითქმის ყველაფრის შექმნის შესაძლებლობას.

დღეს ფაბლაბების განაწილება საქართველოს მასშტაბით ასე გამოიყურება:

თბილისი - 9
 ბათუმი - 2
 ქუთაისი - 2
 მესტია - 1
 გურჯაანი - 1
 ახალციხე - 1
 ქობულეთი - 1
 წალენჯიხა - 1
 ფოთი - 1
 ამბროლაური - 1
 რუსთავი - 1
 ზუგდიდი - 1