დაჯავშნე დანადგარი
დანადგარები

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ულტრა თანამედროვე აპარატურას გვთავაზობს, რომელიც ახდენს ახალი წამოწყებების სრულყოფას და დამწყები ბიზნესმენების პროექტების განვითარებას.:

3D პრინტერი არის პროგრამირებადი დანადგარი, რომელიც საშუალებას აძლევს ინოვატორებს, შექმნან საკუთარი გამოგონებების პირველადი მუშა პროტოტიპები. დანადგარი იძლევა  საშუალებას, რომ ნებისმიერი პროტოტიპი იყოს 100%-იანი სიზუსტით შესრულებული. პრინტერი პოლიმერული მასალისაგან შეცხელება-შეწებების მეთოდით ქმნის ნებისმიერი სირთულის ნივთს.

 

ლაზერული მჭრელი იძლევა ჭრისა და გრავირების საშუალებას ხეზე, ტყავზე, ორგანულ მინაზე, მეტალზე, მუყაოსა და სხვა ტიპის მრავალფეროვან მასალაზე. ლაზერული მჭრელი გამოიყენება როგორც სრულფასოვანი, მუშა, დახვეწილი დიზაინის პროტოტიპების შესაქმნელად, ასევე სხვადასხვა ზომის ნივთების საწარმოებლადაც. ლაზერული მჭრელით გრავირებული ნივთები არის 100% იანი სიზუსტის.

 

CNC რუტერი არის 3D პროგრამირებადი ჩარხი. რომელიც მუშაობს ხეზე, ორგანულ მინაზე, მეტალსა და სხვა ტიპის მყარ მასალაზე. რუტერი შესაძლებლობას აძლევს ხელოვანებსა და ინოვატორებს, შექმნან ისეთი ტიპის პროტოტიპები, ისეთი სიზუსტით, რომლის შექმნაც ხელით შეუძლებელია ან სჭირდება ძალიან დიდი დრო. დანადგარი ასევე გამოიყენება ყალიბების დასამზადებლად.

 

ვაკუმ ფორმირების აპარატი ძირითადად განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის ყალიბის დასამზადებლად. ინოვატორებს აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ შემდგომი წარმოება უფასოდ აღნიშნული ყალიბის დახმარებით.

 

PCB დანადგარი (პლატების საბეჭდი აპარატი) საქართველოში პირველად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დამზადდეს ნებისმიერი ტიპის რთული პლატები, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ზრდას.

 

პროგრამირებადი საკერავი მანქანა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ვიზუალურად გაუმჯობესებული და სრულფასოვანი პროექტების შესრულება. კომპიუტერში არსებული ნახატი, ან წარწერა შეიძლება სხვადასხვა მატერიალებზე, გარდა რიგი მყარი ზედაპირებისა, იქნეს გადატანილი 100%-იანი სიზუსტით.