სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა
სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა
08 მაისი

6 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით „თბილისი მოლში“ გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის "დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად" მეხუთე ნაკადის გუნდებმა, რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქცია  (სააზროვნო სათამაშოები, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და სხვა).

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტის მონაწილე სტარტაპებს საშუალება მისცა იდეა ექციათ ბიზნესად და დაეწყოთ მცირე წარმოება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში. პროექტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ ტრენინგები მარკეტინგის, ბიზნეს მოდელის შექმნის და დიზაინის მიმართულებით. პროტოტიპირების პროცესში გუნდებს ფაბლაბის კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტები დაეხმარნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტში სამი გუნდით წარმოდგენილნი იყვნენ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები.

პროექტის მიზანია საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი სტარტაპი და ინოვატორებს მიეცეთ საშუალება, იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას და ტექნოლოგიების განვითარებას.

გამოფენა-გაყიდვა მონაწილე გუნდებს საშუალებას აძლევს გაეცნონ მომხმარებლის მოთხოვნილებებს და განავითარონ  ბიზნეს იდეა სწორი მიმართულებით.