FABTALKS - მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და მომავლის პროფესიები
FABTALKS - მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და მომავლის პროფესიები
04 მაისი

4 მაისს 19:00 საათზე ტექნოპარკში FABTALKS-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება თემაზე - მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და მომავლის პროფესიები.

მოწვეული სტუმარი - კომპანია Future Laboratory-ს და მომავლის განვითარების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი - გიორგი ხაჩიძე ისაუბრებს მიმდინარე ტენდენციებზე, მომავლის გამოწვევებზე, რა პროფესიები იქნება პერსპექტიული მომავალში და რატო უნდა დავიწყოთ მომზადება ამ გამოწვევებისათვის დღესვე. სპიკერი აგრეთვე დამსწრე საზოგადოებას გააცნობს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის მთავარ გამოწვევებს.

FABtalks - ტექნოპარკის ფაბლაბის ყოველკვირეული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს FAB Community-თვის საინტერესო თემებზე საჯარო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას.

დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/2IJqctF

დასწრება თავისუფალია.