FABTALKS - Encata We Create Things
FABTALKS - Encata We Create Things
26 აპრილი

,Encata- We Create Things“ - ტექნოპარკში FABTALKS-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართა.

მოწვეულმა სტუმარმა ბელარუსიდან, კომპანია ,,Encata’’-ს დამფუძნებელმა ოლეგ კონდრაშოვმა დამსწრე საზოგადოებას ,,Encata’’-ს წარმატების ისტორია გააცნო, ისაუბრა ,,Hardware’’ პროდუქტების წარმოებაზე ბელარუსში და სხვადასხვა გამოწვევებზე ამ მიმართულებით.

კომპანია ,,Encata’’ ინოვაციური საწარმოა, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური დანადგარით, სადაც შესაძლებელია პირველადი პროტოტიპირება და წარმოება. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, როგორც სტარტაპებისთვის, ასევე საჯარო თუ კერძო ორგანიზაციისთვის.