მარკეტინგისა და ბრენდინგის ტრენინგი
მარკეტინგისა და ბრენდინგის ტრენინგი
18 აპრილი

დღეს პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად'' მონაწილეებს მარკეტინგისა და ბრენდინგის ტრენინგი ჩაუტარდათ. 

ასოცირებულმა პროფესორმა და გამოცდილმა მარკეტოლოგმა - ქეთი მეფარიშვილმა მონაწილეებს განუმარტა ციფრული-მარკეტინგი, თუ როგორ უნდა მოახდინონ ციფრული ტექნიკების გამოყენებით, ბრენდის სწორი კომუნიკაცია მის მიზნობრივ აუდიტორიასთან, ასევე როგორ გაზარდონ ორგანიზაციისა თუ კერძო ბიზნესის ცნობადობა და მომგებიანობა სხვადასხვა ეფექტური ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით.

ტრენინგის მეორე ნაწილში ბრიტანელმა არტ დირექტორმა - ეივონ ქეინმა მონაწილე გუდებთან ისაუბრა შემდეგ თემებზე: 

  • ინტერნეტ ბრენდინგის საფუძვლები
  • ფერების თეორია
  • ტიპოგრაფია
  • ვიზუალური კონტენტი