ტრენინგები - დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად
18 აპრილი
პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად’’ ფარგლებში მონაწილეებს უტარდებათ აქტიური ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით.
დღეს TBSC Consulting-ის მმართველმა კონსულტანტმა - თენგო ლომიტაშვილმა მონაწილეებს ჩაუტარა სემინარი ბიზნეს მოდელის შექმნის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილე გუნდების აქტიური ჩართულობითა და პრაქტიკული დავალებებით განიხილეს შემდეგი თემები:
- პროდუქტის განსაზღვრა
- კონკურენტების ანალიზი
- პროდუქტის ინოვაციურობის დონის დადგენა
- ბაზრის ზომის დადგენა
- გაყიდვების და შემოსავლების პროგნოზი
- ბიზნეს მოდელის ფორმირება
- სტრატეგიული პარტნიორები და გაყიდვების არხები
შემდეგი ტრენინგი მონაწილეებს მარკეტინგისა და ბრენდინგის მიმართულებით ჩაუტარდებათ.