FABTALKS - როგორ გარდავქმნათ იდეა მაღალტექნოლოგიურ პროდუქტად
FABTALKS - როგორ გარდავქმნათ იდეა მაღალტექნოლოგიურ პროდუქტად
13 აპრილი

13 აპრილს, 19:00 საათზე ტექნოპარკში FABTalks-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება თემაზე - როგორ გარდავქმნათ იდეა მაღალტექნოლოგიურ პროდუქტად.

მოწვეული სტუმარი, კომპანია Edison-ისა და მაღალტექნოლოგიური სტარტაპის - Laser Combat-ის დამფუძნებელი - გივი ბერიძე ისაუბრებს, თუ როგორ ხდება მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში იდეების გენერირება (hardware ან software), რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაითვალისწინონ სტარტაპერებმა და როგორ შეიძლება მინიმალური რესურსით სრულფასოვანი პროდუქტის შექმნა.

FABtalks - ტექნოპარკის ფაბლაბის ყოველკვირეული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს FAB Community-თვის საინტერესო თემებზე საჯარო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას.

დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/2qiJIpP

დასწრება თავისუფალია.