ფაბლაბის ელექტრონიკის ლაბორატორია - სტაჟირება
ფაბლაბის ელექტრონიკის ლაბორატორია - სტაჟირება
03 აპრილი

გაქვს იდეა, რომლითაც შექმნი სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებს?

გჭირდება სივრცე შენი იდეების განხორციელებისთვის?

ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული ელექტრონიკის ლაბორატორია ღიაა თქვენი ინოვაციური იდეებისთვის. ლაბორატორიაში განთავსებულია ელექტრონული საზომი ხელსაწყოები, ასევე ელექტრონული კომპონენტები, Arduino და მისი მოდულები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების შექმნა.

მონაწილეთა შერჩევისთვის აუცილებელია შემდეგი კრიტერიუმებიდან მინიმუმ ერთ-ერთის დაკმაყოფილება:

  • ელექტრონიკის საწყისების ცოდნა
  • ელექტრონულ საზომ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება
  • ARDUINO-ზე პროგრამირება

ელექტრონიკის ლაბორატორიის წევრებს ექნებათ წვდომა ფაბლაბის დანადგარებთან, რაც დაეხმარება მათ პროექტების შესრულებაში, ასევე მათ ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ფაბლაბში შემოსულ საინტერესო პროექტებზე და გახდნენ ახალი სტარტაპების გუნდის წევრები.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/Qpq1wD