FABTALKS- ინოვაცია არქიტექტურაში
FABTALKS- ინოვაცია არქიტექტურაში
26 მარტი

21-ე საუკუნეში არქიტექტურა არ ჩამორჩება ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებს და მუდმივად განიცდის ცვლილებებს. 3D პრინტერით უკვე სხვადასხვა ზომის სახლები და ხიდები იბეჭდება.

29 მარტს 19:00-საათზე ტექნოპარკში FABTalks-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება და ღონისძიების მთავარი თემა - ინოვაცია არქიტექტურაში იქნება.

მოწვეული ლექტორი - ალექსანდრე ჩუბინიძე ისაუბრებს ავანგარდული ვიზუალური ხელოვნების კავშირზე, თანამედროვე ციფრულ ( Digital) არქიტექტურასთან, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან, 3D ბეჭდვის და რობოტიკის ტექნიკურ საშუალებებთან.

FABtalks - ტექნოპარკის ფაბლაბის ყოველკვირეული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს FAB Community-თვის საინტერესო თემებზე საჯარო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას.

დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/2G7Fdsr

დასწრება თავისუფალია.