ტრენინგი თემაზე - პროდუქტის დიზაინი
ტრენინგი თემაზე - პროდუქტის დიზაინი
21 მარტი

ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით მიმდინარეობს პროექტი ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად’’, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დამწყებ მეწარმეებს საკუთარი იდეების განხორციელებაში.

პროექტის ფარგლებში შეირჩა 13 გუნდი, რომელთაც უტარდებათ აქტიური ტრენინგები და მენტორშიპი სხვადასხვა მიმართულებით.

დღეს გაიმართა ტრენინგი თემაზე -პროდუქტის დიზაინი. მონაწილეებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები თუ როგორ დახვეწონ საკუთარი პროდუქტი და გაიტანონ ის ბაზარზე.