რობოტიკის ვორქშოფი ტექნოპარკში
რობოტიკის ვორქშოფი ტექნოპარკში
21 მარტი

20 მარტს ტექნოპარკში ფაბლაბის ორგანიზებით ჩატარდა საბავშვო ვორქშოფი თემაზე: რობოტიკა და პროგრამირების საწყისები.

სახალისო ვორქშოფის ფარგლებში ბავშვებმა მიიღეს ცოდნა რობოტიკისა და პროგრამირების საწყისებზე, გაიგეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის როლი რობოტების ერაში და პროგრამირებად რობოტთან ერთად თამაშ-თამაშით სხვადასხვა მარტივი პროგრამები აამუშავეს.

მომავალმა ინოვატორებმა ტექნოპარკი სასიამოვნო ემოციებით და მომავალში კიდევ სტუმრობის იმედით დატოვეს.