FABTALKS- მოტივაცია - გზა წარმატებისკენ
FABTALKS- მოტივაცია - გზა წარმატებისკენ
22 მარტი

22 მარტს 19:00 - საათზე ტექნოპარკში FABTalks - ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება თემაზე: მოტივაცია - გზა წარმატებისკენ.

მოწვეული სტუმარი - ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორი, კომპიუტერული თამაშების დიზაინერი და ავტოდიზაინერი - ალექსი იმნაძე იქნება, რომელმაც Alfa Romeo-სა და Maserati-ს შესანიშნავი მოდელები შექმნა, 27 წლის ალექსი აგრეთვე არის FIAT Group-ისა და Ford-ის ავტოდიზაინერი.

შეხვედრის ფარგლებში სტუმარი ისაუბრებს საკუთარ მაგალითზე, თუ როგორ გადალახა მარცხი და რა გზა განვლო წარმატებისკენ. დამსწრე საზოგადოებას ალექსი გაუზიარებს წამყვან კომპანიებთან მუშაობის გამოცდილებას და მისცემს სწორ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა იდეის განხორციელებისთვის.

FABtalks - ტექნოპარკის ფაბლაბის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს FAB Community-თვის საინტერესო თემებზე საჯარო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას.

FABtalks ყოველკვირეულად ეწყობა ტექნოპარკში.

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: http://bit.ly/2HNzQLc 

დასწრება თავისუფალია!