''წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა'' FAB სკოლაში
''წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა'' FAB სკოლაში
13 მარტი

FAB სკოლაში "წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლიდან" მესამე კლასელები მოვიდნენ.

ბავშვებმა გაიგეს თუ როგორ მუშაობს ფაბლაბი და რა მიმართულებით შეიძლება ფაბლაბის დანადგარების გამოყენება. 

,,როდის შეიქმნა პირველი პრინტერი?" ,,პრინტერით რობოტს გავაკეთებთ?'' ,,პირველად რა დაიბეჭდა?"  - ეს ის კითხვებია, რომლებიც მოსწავლეებმა FAB სკოლაში დასვეს და საჭირო ინფორმაცია უკვე მიიღეს. 

ახლა ინოვატორი მესამე კლასელები ახალ იდეებზე ფიქრობენ და სამომავლო გეგმებს აწყობენ. 

ტექნოპარკის ფაბლაბის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და მეტ ჩართულობას თანამედროვე ტექნოლოგიებში.

გახდი FAB მოსწავლე - https://goo.gl/aizkUf

დამატებითი ინფორმაციისთვის: დარეკეთ ცხელ ხაზზე - 2 00 44 82