გაცნობითი შეხვედრა ტექნოპარკში
გაცნობითი შეხვედრა ტექნოპარკში
13 მარტი

12 მარტს ტექნოპარკში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ მონაწილეებისთვის.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი და ლექტორი - სანდრო კანდელაკი, რომელმაც ისაუბრა დამწყები ბიზნესების განვითარების გზებზე და მოტივაცია მისცა მონაწილე გუნდებს.

ამასთანავე, დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება სტარტაპ ,,ჰენდის'' წარმომადგენელმა - სოფი გურასაშვილმა გაუზიარა. სტარტაპმა პირველი ნაბიჯები სწორედ პროექტში ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად’’ გადადგა და დღეს წარმატებულად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე.

მონაწილე გუნდებს პროექტის განმავლობაში ჩაუტარდებათ აქტიური ტრენინგები და მენტორშიპი, ისინი ორ თვეში შექმნიან პროდუქტს ფაბლაბში და გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებელს გააცნობენ წარმოებულ პროდუქციას.

დაიწყე ბიზნესი #ფაბლაბთან ერთად