აინშტაინის საკვირაო სკოლა FAB სკოლაში
აინშტაინის საკვირაო სკოლა FAB სკოლაში
06 მარტი

მომავალი ინოვატორები FAB სკოლაში აინშტაინის საკვირაო სკოლიდან მოვიდნენ.

3დ პრინტერისა და ზოგადად ფაბლაბის მუშაობით აღფრთოვანებული მოსწავლეები სესიის განმავლობაში დიდი ინტერესით სვამდნენ სხვადასხვა შეკითხვებს და ალბათ სამომავლო პროექტების იდეები უკვე გაუჩნდათ.

ტექნოპარკში ფაბლაბის ორგანიზებით FABschool მიმდინარეობს. პროექტი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და ის სამ ეტაპად იყოფა:

  • საინფორმაციო ტური, სადაც მოსწავლეები ეცნობიან ფაბლაბს
  • 3D მოდელირების და ბეჭდვის მცირე ვორქშოფი, სადაც მოსწავლეები სწავლობენ თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე
  • ფაბლაბის საბავშვო ვორქშოფების პრეზენტაცია 

საინფორმაციო შეხვედრის გარდა, FAB სკოლის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა საბავშვო ვორქშოფები, როგორიცაა: Little Bits, Arduino, Lego Robotics, 3D და ა.შ, სადაც ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა.

ტექნოპარკის ფაბლაბის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და მეტ ჩართულობას თანამედროვე ტექნოლოგიებში.

გახდი FAB მოსწავლე - https://goo.gl/aizkUf

დამატებითი ინფორმაციისთვის: დარეკეთ ცხელ ხაზზე - 2 00 44 82