FAB სკოლა ტექნოპარკში
FAB სკოლა ტექნოპარკში
28 თებერვალი

ტექნოპარკში ფაბლაბის ორგანიზებით FABschool მიმდინარეობს.

დღეს #FABსკოლას რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მე-5 კლასი ეწვია. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფაბლაბის დანადგარები და ნახეს, თუ როგორ მუშაობს 3დ პრინტერი ფაბლაბში.

FAB სკოლის ფარგლებში ასევე იმართება სხვადასხვა საბავშვო ვორქშოფები, როგორიცაა: Little Bits, Arduino, Lego Robotics, 3D და ა.შ, სადაც ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა.

საინფორმაციო შეხვედრის ხანგრძლივობაა: 45 წუთი

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20 მოსწავლე

პროექტი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და ის სამ ეტაპად იყოფა: საინფორმაციო ტური, სადაც მოსწავლეები ეცნობიან ფაბლაბს, 3D მოდელირების და ბეჭდვის მცირე ვორქშოფი, სადაც მოსწავლეები სწავლობენ თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე ფაბლაბის საბავშვო ვორქშოფების პრეზენტაცია.

საინფორმაციო შეხვედრის გარდა, FAB სკოლის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა საბავშვო ვორქშოფები, როგორიცაა: Little Bits, Arduino, Lego Robotics, 3D და ა.შ, სადაც ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა. ტექნოპარკის ფაბლაბის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და მეტ ჩართულობას თანამედროვე ტექნოლოგიებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის: დარეკეთ ცხელ ხაზზე - 2 00 44 82