FABtalks - სამრეწველო დიზაინი იდეიდან პროდუქტამდე
FABtalks - სამრეწველო დიზაინი იდეიდან პროდუქტამდე
28 თებერვალი

სამრეწველო დიზაინი არის პროცესი, რომელიც გამოიყენება პროდუქტის წარმოებისას. ამ პროცესის ბუნება სხვადასხვა ფორმით გამოიხატება და წარმოებამდე საინტერესო და მრავალფეროვან გზას გადის, ხოლო დამზადება შეიძლება მოხდეს, როგორც საწარმოო ხაზზე, ასევე სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია - ფაბლაბში.

2 მარტს, 19:00 საათზე ტექნოპარკში, FABtalks -ის შეხვედრაზე მოწვეული სტუმარი, სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ჯუმბერ ბეჭვაია ისაუბრებს სამრეწველო (ინდუსტრიული) დიზაინის განმაპირობებელ ფაქტორებზე, თუ რა გზას გადის დიზაინერი იდეიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე.

FABtalks - ტექნოპარკის ფაბლაბის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს FAB Community-სთვის საინტერესო თემებზე საჯარო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას.

FABtalks ყოველკვირეულად ეწყობა ტექნოპარკში და მასზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://goo.gl/kgeRVN  დასწრება თავისუფალია!