FABschool
FABschool
23 თებერვალი

დაინტერესებული მოსწავლეები FAB სკოლაში უკვე მოვიდნენ. ტექნოპარკში ფაბლაბის ორგანიზებით FABschool მიმდინარეობს.

პროექტი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და ის სამ ეტაპად იყოფა:

საინფორმაციო ტური, სადაც მოსწავლეები ეცნობიან ფაბლაბს

3D მოდელირების და ბეჭდვის მცირე ვორქშოფი, სადაც მოსწავლეები სწავლობენ თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე

ფაბლაბის საბავშვო ვორქშოფების პრეზენტაცია საინფორმაციო შეხვედრის გარდა, FAB სკოლის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა საბავშვო ვორქშოფები, როგორიცაა: Little Bits, Arduino, Lego Robotics, 3D და ა.შ, სადაც ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა.

ტექნოპარკის ფაბლაბის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და მეტ ჩართულობას თანამედროვე ტექნოლოგიებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის: დარეკეთ ცხელ ხაზზე - 2 00 44 82 ან ეწვიეთ საიტს Fablab.gov.ge