FABTALKS - რატომ უნდა დავიწყოთ ბიზნესი ფაბლაბში?
FABTALKS - რატომ უნდა დავიწყოთ ბიზნესი ფაბლაბში?
23 თებერვალი

პროექტზე ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” რეგისტრაცია 20 თებერვალს დაიწყო და უკვე დიდი ინტერესი დაიმსახურა.

23 თებერვალს, 19:30 საათზე FABtalks-ის მორიგ შეხვედრაზე, ილიაუნის ფაბლაბის და პრე-აქსელერატორ ზუმაუთის მენეჯერი სანდრო კანდელაკი ისაუბრებს თემაზე ,,რატომ უნდა დავიწყოთ ბიზნესი ფაბლაბში”.

შეხვედრის მიზანია, ცნობილი გახდეს ფაბლაბი, როგორც ბიზნესის დაწყების საუკეთესო საშუალება მათთვის, ვინც დაინტერესდა ჩვენი პროექტით “დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად”, მაგრამ არ იცის რა შესაძლებლობებს იძლევა ფაბლაბი და რამდენად მნიშვნელოვანია ამ შანსის გამოყენება.

FABtalks - ტექნოპარკის ფაბლაბის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს FAB Community-სთვის საინტერესო თემებზე საჯარო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას. FABtalks ყოველკვირეულად ეწყობა ტექნოპარკში და მასზე დასწრება თავისუფალია.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/mzJCdX