FABDAY
FABDAY
20 თებერვალი

ტექნოპარკში, ფაბლაბში შექმნილი ნივთების გამოფენა - FABday გაიმართა.

ღონისძიებას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფაბლაბში შექმნილი მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტები/პროტოტიპები და ქართველი სტარტაპების მიერ წარმოებული ნივთები.

გამოფენის პარალელურად საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად’’ ღია კარის დღე, სადაც ტექნოპარკის ფაბლაბის გუნდის წევრებმა წარადგინეს და გამოაცხადეს მიღება პროექტზე.

ღონისძიებაზე ფაბლაბის ერთ-ერთმა სტარტაპმა ,,ლოგიკუმმა’’ საკუთარი წარმატების ისტორიაზე ისაუბრა.

ფაბლაბი ანუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის უნიკალური სივრცე, სადაც თანამედროვე დანადგარების მეშვეობით შესაძლებელია იდეა აქციოთ რეალობად და დაიწყოთ ბიზნესი ფაბლაბთან ერთად.