დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად!
დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად!
20 თებერვალი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით, 20 თებერვლიდან დაიწყო რეგისტრაცია პროექტზე „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად”.

შერჩეული 20 გუნდი ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების საშუალებით შექმნის მრავალფეროვან პროდუქტს. ორი თვის განმავლობაში ფაბლაბის სპეციალისტების აქტიური ჩართულობითა და ვიდეო ტრენინგებით, მონაწილე გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა, განავითარონ იდეა სწორი მიმართულებით და დაიწყონ ბიზნესი.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია: https://goo.gl/kxgvPc

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 თებერვალი