FABday - ფაბლაბში შექმნილი პროექტების გამოფენა
FABday - ფაბლაბში შექმნილი პროექტების გამოფენა
15 თებერვალი

19 თებერვალს, 19:00 საათზე ტექნოპარკში, ფაბლაბში შექმნილი ნივთების გამოფენა - FABday გაიმართება!

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფაბლაბში შექმნილი მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროექტები/პროტოტიპები და ქართველი სტარტაპების მიერ წარმოებული ნივთები.

გამოფენის პარალელურად საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად’’ ღია კარის დღე, სადაც ტექნოპარკის ფაბლაბის გუნდი წარადგენს და გამოაცხადებს მიღებას პროექტზე. ღონისძიებაზე ფაბლაბის ერთ-ერთი სტარტაპი ,,ლოგიკუმი’’ საკუთარი წარმატების ისტორიაზე ისაუბრებს.

ფაბლაბი ანუ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის უნიკალური სივრცე, სადაც თანამედროვე დანადგარების მეშვეობით შესაძლებელია იდეა აქციოთ რეალობად და დაიწყოთ ბიზნესი ფაბლაბთან ერთად.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან.