FABtalks- დიზაინ ფიქრი და იდეების გენერირება
FABtalks- დიზაინ ფიქრი და იდეების გენერირება
15 თებერვალი

15 თებერვალს 19:00 საათზე ტექნოპარკში FABtalks-ის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, რომლის მთავარი თემაა - დიზაინ ფიქრი და იდეების გენერირება.

მოწვეული სტუმარი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე სამრეწველო დიზაინერი - ლადო კობახიძე, ისაუბრებს დიზაინ ფიქრზე და კონკრეტული მაგალითებით განიხილავს თუ როგორ ხდება ფიქრის მეშვეობით დიზაინის / სიახლის შემუშავება და დანერგვა.

დიზაინ-ფიქრი არის პროცესი, რომელიც თანამედროვე კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ფიქრისა და კეთების ახალი გზები იპოვონ. მისი გამოყენება არ არის შეზღუდული რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიაში ან სფეროში.

FABtalks - ტექნოპარკის ფაბლაბის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს FAB Community-სთვის საინტერესო თემებზე საჯარო ლექციებისა და შეხვედრების მოწყობას. FABtalks ყოველკვირეულად ეწყობა ტექნოპარკში და მასზე დასწრება თავისუფალია.

დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/SPkwmX