დაჯავშნე დანადგარი
FABtalks - კრეატიული აზროვნების ტექნიკა
FABtalks - კრეატიული აზროვნების ტექნიკა
09 თებერვალი

ტექნოპარკში ფაბლაბის ახალი პროექტის FABtalks -ის ფარგლებში პირველი შეხვედრა ,,კრეატიული აზროვნების ტექნიკა'' გაიმართა.

ღონისძიების პირველი სტუმარი ლექტორი, კრეატორის დღიურისა და მედია პალიტრის კრეატიული პროექტების ავტორი - კოტე იანტბელიძე იყო, რომელმაც ისაუბრა კრეატივის ტექნიკაზე, ასევე განიხილა სხვადასხვა მეთოდები და სავარჯიშოები კრეატიული აზროვნების განსავითარებლად.

ინოვაციების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო, შეხვედრა ინტერაქტივის რეჟიმში წარიმართა.

ტექნოპარკში FABtalks -ის ფარგლებში შეხვედრები ყოველ კვირას გაიმართება.