FAB სკოლა
FAB სკოლა
09 თებერვალი

ფაბლაბი იწვევს ყველა საჯარო თუ კერძო სკოლას! შეკრიბეთ ჯგუფები და გვეწვიეთ FAB სკოლის უფასო საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც ყოველდღიურად ჩატარდება ტექნოპარკში.

შეხვედრა სამი ნაწილისგან შედგება

  • საინფორმაციო ტური, სადაც მოსწავლეები დაათვალიერებენ ფაბლაბს
  • 3D მოდელირების და ბეჭდვის მცირე ვორქშოფი, სადაც მოსწავლეები ნახავენ თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე
  • ფაბლაბის საბავშვო ვორქშოფების პრეზენტაცია


FAB სკოლის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა საბავშვო ვორქშოფები, როგორიცაა: Little Bits, Arduino, Lego Robotics, 3D და ა.შ, სადაც ყველა დაინტერესებულ მოსწავლეს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა.

საინფორმაციო შეხვედრის ხანგრძლივობაა: 45 წუთი
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20 მოსწავლე

ტექნოპარკის ფაბლაბის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლის მოსწავლეებში ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და მეტ ჩართულობას თანამედროვე ტექნოლოგიებში.
დარეგისტრირდით ბმულზე:  https://goo.gl/aizkUf
დამატებითი ინფორმაციისთვის: დარეკეთ ცხელ ხაზზე - 2 00 44 82