კრეატიული აზროვნების ტექნიკა
კრეატიული აზროვნების ტექნიკა
08 თებერვალი

,,კრეატიულობა არის საგნების ერთმანეთთან დაკავშირება'' - თქვა სტივ ჯობსმა სხვადასხვა კვლევებით დამტკიცდა, რომ კრეატიულობა არ არის თანდაყოლილი უნარი და მისი შესწალა შესაძლებელია.

8 თებერვალს, 19:00 საათზე ტექნოპარკში, ფაბლაბის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა თემაზე - კრეატიული აზროვნების ტექნიკა. ღონისძიების სტუმარი იქნება: ლექტორი, კრეატორის დღიურისა და მედია პალიტრის კრეატიული პროექტების ავტორი - კოტე იანტბელიძე, რომელიც ისაუბრებს კრეატივის ტექნიკაზე, ასევე განიხილავს სხვადასხვა მეთოდებსა და სავარჯიშოებს კრეატიული აზროვნების განსავითარებლად.

ინოვაციების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც სურს ახალი, კრეატიული უნარების აღმოჩენა და განვითარება. შეხვედრა ინტერაქტივის რეჟიმში წარიმართება.

დასწრება თავისუფალია.