ხშირად გიფიქრიათ რაიმე ახლის შექმნაზე?
ხშირად გიფიქრიათ რაიმე ახლის შექმნაზე?
22 იანვარი

,,შემოქმედებითობა არის საგნების ერთმანეთთან დაკავშირება'' - თქვა სტივ ჯობსმა.

ხშირად გიფიქრიათ რაიმე ახლის შექმნაზე?

წარმოიდგინეთ, ერთ დღეს იღვიძებთ და თავში ძალიან საინტერესო იდეა გიტრიალებთ, ფიქრობთ, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში თქვენს გარშემო ბევრ რამეს შეცვლით, მაგრამ თითქოს მაინც უკან იხევთ, შეიძლება არ გყოფნით გამბედაობა ან უბრალოდ შესაბამისი რესურსი არ მოგეპოვებათ. ხშირად ადამიანები ტვინში გაჩენილ იდეებს თავად ,,ბლოკავენ“.

ბრიტანელი ფსიქოლოგების კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ადამიანს დღეში დაახლოებით 70 ათასი ფიქრი და იდეა უჩნდება და აქედან ნახევარს ბლოკავს, ან უბრალოდ იდეად ტოვებს და აღარ მოჰყავს სისრულეში.

რა არის შემოქმედებითობა? 

კრეატიულობა ანუ შემოქმედებითობა არის პროცესი , როდესაც რაიმე ახალი იდეა მოქმედებაში გადაგვყავს. ის მოითხოვს გარკვეულ „ჟინს“ და ენერგიას. პროცესში მონაწილეობს ჩვენი ქვეცნობიერი , რომელიც აქამდე სადღაც იმალებოდა, შემდეგ გამოჩნდა და ახალი, საინტერესო ცხოვრებისკენ მიგვითითა.

შემოქმდებითობა მოიცავს ორ მთავარ პროცესს: იფიქრო და შემდეგ აწარმოო. ის ხასიათდება როგორც საუკეთესო უნარი, რომელიც გაძლევს საშუალებას შეიცნო ცხოვრების ახალი გზა, აღმოაჩინო გადამალული ფორმები და მეთოდები, დააკავშირო გარეგნულად სრულიად დაუკავშირებელ ფენომენები და რაც მთავარია გააჩინო პრობლემების ახალი გადაწყვეტები. აღსანიშნავია, რომ კრეატიულობა არ არის სპონტანური ქმედება, შემოქმედი გამიზნულად ქმნის თავის „პროდუქტს”.

უკვე გაქვთ იდეა? 

თუ თქვენ უკვე იფიქრეთ და გაქვთ იდეა, მაგრამ გარკვეული ბარიერების გამო ვერ ახერხებთ მის განხორციელებას , გვეწვიეთ ტექნოპარკის ფაბლაბში , სადაც გამოცდილი გუნდი მაქსიმალურად დაგეხმარებათ მოახდინოთ თქვენი იდეის მატერიალიზაცია, შემატოთ მას უფრო მეტი კრეატიულობა და აქციოთ საოცნებო ბიზნესი რეალობად.