რეალობად ქცეული საოცნებო ბიზნესი
რეალობად ქცეული საოცნებო ბიზნესი
22 აგვისტო

#ტექნოპარკის #ფაბლაბში ძალიან ბევრი საინტერესო #სტარტაპი დაიბადა, რომლებიც დღეს ქართველი მომხმარებლებისთვის საკმაოდ ცნობილნი არიან და პროდუქტს აქტიურ რეჟიმში წარმატებულად აწარმოებენ. საკმარისია მხოლოდ ერთი ინოვაციური იდეა , იდეას დამატებული ცოტაოდენი კრეატიულობა, #ტექნოპარკის #ფაბლაბში სტუმრობა და უნიკალური დანადგარების გამოყენება , ამ ყველაფრის შედეგად შესაძლოა თქვენ საოცნებო ბიზნესი დაიწყოთ და იდეა რეალობად აქციოთ.

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უჩნდება საინტერესო იდეები, რომელთა განხორციელებითაც შესაძლოა ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესის შემქმნელი გახდე. წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებმაც შემოქმედებითი იდეები #ფაბლაბში მოიტანეს, ბევრი იშრომეს და დღეს მათ საყვარელ საქმეს აკეთებენ.

#პამაქელა - მარიამი და ქეთი საინტერესო იდეით გაერთიანდნენ, ისინი ხის ხელნაკეთ სანათებს,საათებსა და სხვადასხვა ნივთებს ქმნიან. #სტარტაპი წარმატებით მუშაობს ქართულ ბაზარზე , მათ ფეისბუქ გვერდს 50 ათასი მოწონება აქვს. ისინი ყოველდღე ვითარდებიან, მუშაობენ პროდუქტის დახვეწაზე და თანდათან შტატსაც აფართოვებენ.

ხელნაკეთი საათებიდან პირველ ქართულ ხის სათამაოებზე გადავიდეთ გოგა ინოვაციების სააგენტოს პროექტში „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად’’ მონაწილეობდა. სტარტაპი #GeoToy მოხმარებელს სამი სახის სათამაშოებს, ასაწყობ ქალაქის კონსტრუქციებს, ავტოსადგომებსა და ჩრდილების თეატრს სთავაზობს. მისი მთავარი მიზანია #ქართული, ეკოლოგიურად სუფთა სათამაოების წარმოება.

#კარენინა - ხშირად არის რომ იდეა გაკრვეული ინსპირაციიდან მოდის , ნინის ისნპირაცია საყვარელი წიგნებია და მათი ყდები. მისი ჩანთები უკვე წარმატებულად იყიდება ბაზარზე. პირველად ნივთები თბილისი მოლში გამოფენა-გაყიდვაზე გამოჩნდა, სადაც მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. “მნახველების ასეთმა დადებითმა შეფასებამ მომცა უფრო მეტი მოტივაცია, ყოველდღიურად ვფიქრობ ახალ იდეებზე, ვცდილობ ვიყო უფრო მეტად კრეატიული და ჩანთებს ინოვაციური შტრიხები შევმატო“ - თქვა ნინიმ.

ვანომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ აღმოაჩინა , რომ მამაკაცებს ხის ხელნაკეთი ბაფთები ნამდვილად დაამშვენებდა და მათი შექმნა #ტექნოპარკის #ფაბლაბში დაიწყო. მისი ახალი შემოქმედებითი პროდუქტი ხიბლს მატებს მომხმარებელს და სხვებისგან გამოარჩევს. #ფაბლაბის დახმარებით შესაძლებელია ისეთი ნივთების შექმნა, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის.

ალბათ ხშირად გქონიათ ლეპტოპის გახურების პრობლემა, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში . #დაფა- #ინოვაციური პროდუქტია საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს გამაგრილებლის მუშაობას და ამასთან ერთად ფერადი და კრეატიული დიზაინით გამოირჩევა. #სტარტაპი მომხმარებელს ლეპტოპის ხის სადგამებსა და Iphone-ების დამჭერებს სთავაზობს, რაც სამუშაო პროცესში ძალიან მოსახერხებელი და კომპაქტურია.

ამ ადამიანების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ , რომ ფაბლაბში ოცნებების ასრულება ნამდვილად შესაძლებელია, მთავარია საინტერესო იდეები, მოტივაცია და დიდი ენერგია საყვარელი საქმის განხორციელებისთვის.

#დაიწყებიზნესიფაბლაბთანერთად