დაჯავშნე დანადგარი
Fab Community შეხვედრა ტექნოპარკში
Fab Community შეხვედრა ტექნოპარკში
15 იანვარი

12 იანვარს, 19:00 საათზე ტექნოპარკში გაიმართა შეხვედრა თემაზე ,,ფაბლაბი კრეატიული ინდუსტრიისთვის“. შეხვედრის პირველ ნაწილში ტექნოპარკის ფაბლაბის გუნდმა ისაუბრა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სამომავლო პროექტებზე, მიზნებსა და მათ დანიშნულებაზე, აგრეთვე ამ პროექტებში საქართველოს მასშტაბით ყველა ფაბლაბის ჩართულობასა და კოლაბორაციაზე.

ღონისძიებაზე ლაბორატორიის ტექნიკურმა სპეციალისტმა წარადგინა ტექნოპარკის ფაბლაბის შიდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფაბლაბის ბაზაზე მცირე ელექტრომობილის შექმნას. ეს იქნება პირველი მცდელობა და შესაძლო საფუძველი საქართველოში ელექტრომობილების წარმოებისა.

შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა დისკუსია მრგვალი მაგიდის პრინციპით, სადაც სტარტაპერებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ფაბლაბის სპეციალისტებმა ისაუბრეს დამწყები ბიზნესის განვითარების გზებსა და არსებულ გამოწვევებზე.

ბოლო რამდენიმე წელია მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებები ხორციელდება სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ახალგაზრდებში მეწარმეობის პოპულარიზაციას და საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას ქმნის დამწყები ბიზნესისთვის. შეხვედრის მიზანია ერთიანი Fab Community-ის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.