დაჯავშნე დანადგარი
Little Bits, Lego, Arduino
Little Bits, Lego, Arduino
15 იანვარი

ინოვაციების სააგენტოს ორგანიზებით ტექნოპარკში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტები ბავშვებისთვის ინგლისურენოვან ტრენინგებს ჩაატარებენ .

Little Bits - ეს არის მარტივი და სახალისო ელექტრონული კონსტრუქტორი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს გაეცნოს ელექტრონიკის საწყისებს.
სახალისო და შემეცნებითი ვორქშოფის ფარგლებში ბავშვები მოდულების მარტივი გადაწყობით შეძლებენ შექმნან სხვადასხვა დანიშნულების ფერადი სათამაშოები.

 ვორქშოფი ჩატარდება 15 იანვარს 15:00 დან 16:00 საათამდე.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოზარდს 10 დან 12 წლამდე .

Lego robotic - ტრენინგის საშუალებით ბავშვები გაეცნობიან პროგრამირებისა და რობოტიკის საწყისებს, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, ისინი საკუთარი ხელით შექმნიან ლეგო რობოტებს.

ვორქშოფი ჩატარდება 18 იანვარს 15:00-დან 16:00 საათამდე.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოზარდს 12-დან 14 წლამდე.

Arduino-ს ტრენინგის მეშვეობით ბავშვები შეისწავლიან თუ რა არის არდუინო და როგორ მუშაობს არსებული სქემები და მიკროკონტროლერები, აგრეთვე ისინი გაიგებენ თუ როგორ არის შესაძლებელი ფიზიკური თუ სხვა მექანიზმების მართვა.

ვორქშოფი ჩატარდება 25 იანვარს 15:00-დან 16:00 საათამდე.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მოზარდს 14 დან 16 წლამდე.

ტრენინგზე სარეგისტრაციოდ გადადით ბმულზე: https://goo.gl/TCiRdA