ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო პლატფორმა პროფესიული განათლებისთვის
ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო პლატფორმა პროფესიული განათლებისთვის
18 დეკემბერი

„ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო პლატფორმა პროფესიული განათლებისთვის“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ტექნოპარკში ამ სახელწოდებით შემაჯამებელი პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროფესიული განათლების სისტემაში არსებული ფაბლაბებისა და სამრეწველო ლაბორატორიების ეფექტურ ფუნქციონირებას და საქართველოს სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას.
პროექტის ფარგლებში ხუთი საგანმანათლებლო დაწესებულების ცხრა პროფესიული მასწავლებელი გადამზადდა პროგრამა Autodesk Fusion 360-ში, რომელიც შექმნილია სპეციალურად ფაბლაბ/სამრეწველო ლაბორატორიებისთვის. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა კოლეჯებში არსებული ფაბლაბების გამოყენებით შექმნეს სხვადასხვა პროტოტიპები, რომლებიც ექსპოზიციაზე იყო წარმოდგენილი.