დაჯავშნე დანადგარი
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის
პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის
15 დეკემბერი

15 დეკემბერს, 15:00-ზე, ტექნოპარკში პროექტის „ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო პლატფორმა პროფესიული განათლებისთვის“ შემაჯამებელი პრეზენაცია და გამოფენა გაიმართება.
 პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კომპანია ,,იზი სოფტი“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად.
 პროექტის ფარგლებში, ხუთი საგანმანათლებლო დაწესებულების ცხრა პროფესიული მასწავლებელი გადამზადდა პროგრამა Autodesk Fusion 360-ში, რომელიც შექმნილია სპეციალურად სამრეწველო ლაბორატორიებისთვის. ტრენინგების დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა კოლეჯებში არსებული ფაბლაბების გამოყენებით შექმნეს სხვადასხვა პროტოტიპები, რომელთა გამოფენაც მოხდება ღონისძიებაზე.
 პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პროფესიული განათლების სისტემაში არსებულ სამრეწველო ლაბორატორიების ეფექტურ ფუნქციონირებას.