დაჯავშნე დანადგარი
პირველი ფაბ-ქვეყანა!
პირველი ფაბ-ქვეყანა!
05 დეკემბერი

ფაბლაბების მეთერთმეტე კონფერენციაზე საქართველოს მსოფლიოში პირველი ფაბქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

 თანამედროვე და მუდმივად განვითარებადი მსოფლიო დღეს სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგას. გარემოს დაბინძურება, გადატვირთული ქალაქები, ბუნებრივი რესურსების არაეფექტურად გამოყენება და ა.შ. სწორედ ამიტომ, ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში Fab City-ის კონცეფცია შეიქმნა. ეს არის ახალი ქალაქის მოდელი, სადაც წამყვანი როლი ნარჩენების გადამუშავებასა და მათ ხელახლა გამოყენებას ენიჭება.

 ინიციატივის მიზანი არის დაცული და ეკოლოგიური გარემოს შექმნა, ქალაქის მდგრადობის შესანარჩუნებლად და მეტი სამუშაო ადგილის გასაჩენად.

 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ FabCity-ის გამოწვევა აიღო არა ქალაქის, არამედ ქვეყნის მასშტაბით. დღეს საქართველოში სამრეწველო ინოვაციების 22-მდე ლაბორატორია ფუნქციონირებს.