დაჯავშნე დანადგარი
FAB fashion
FAB fashion
25 სექტემბერი

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები დღითიდღე ხდება ინკუბატორი ინოვაციური ტექნოლოგიების. ის ხელს უწყობს კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს და შემოქმედ ადამიანებს , რომლებსაც სურთ აქციონ იდეა რეალობად და შექმნან ფიზიკურად ხელშესახები პროდუქტი . 
 ბარსელონას ფაბლაბში დაიწყეს პროექტი „FabTextiles” - ეს არის გახსნილი სივრცე მოდის წარმოებაში , გლობალური და ინოვაციური ეკოსისტემისთვის. პროექტის ფარგლებში ისინი ავითარებენ და ახალ მიდგომას ავრცელებენ თუ როგორ შევქმნათ , ვაწარმოოთ და გავიტანოთ ბაზარზე მოდის ელემენტები , რომლებიც მაღალტექნოლოგიური დანადგარების მეშვეობით იქმნება.
 „FabTextiles” - შეგიძლიათ იხილოთ ფაბ კონფერენციებზე, სადაც წარმოდგენილია 3D პრინტერზე დაბეჭდილი ფეხსაცმელები, ქუდები , სათვალეები , ლაზერულ მჭრელზე გამოჭრილი ტყავის სამოსი და ა.შ
დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ დამწყები დიზაინერების ნამუშევრებს , რომლების ინსპირაციაც უმეტესად ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციებია.