დაჯავშნე დანადგარი
Little Bits & Elenco
Little Bits & Elenco
18 მაისი

 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, UGLIMES რობოტექნიკის აკადემიასთან ერთად იწყებს ახალი ვორქშოფების ციკლს სკოლის მოსწავლეებისთვის.

 სპეციალურად სკოლებისთვის შექმნილია სააპლიაკციო ფორმა, სადაც მასწავლებლებმა შეუძლიათ დაარეგისტრირონ თავიანთი მოსწავლეები, რათა ბავშვებმა ერთად შეძლონ აღნიშნულ ვორქშოფში მონაწილეობის მიღება.

 ვორქშოფი მოიცავს როგორც თეორიული მასალის მიწოდებას თანამედროვე რობოტიზირებული ტექნოლოგიებისა და რობოტების ევოლუციის შესახებ, ისე მარტივი რობოტების შექმნასა და ელექტრული
კონსტრუქტორების აწყობას.

 ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლია 9-დან 16 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. ვორქშოფის ხანგრძლივობაა 1:30 საათი და გაიმართება ყოველ შაბათ-კვირას ტექნოპარკის ბაზაზე.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცისთვის გადადით მოცემულ ბმულებზე:

1. https://goo.gl/I0yWcC - სკოლებისთვის
2. https://goo.gl/LSK48T - ინდივიდუალური პირებისთვის