დაჯავშნე დანადგარი
3D მოდელირების ტრენინგი
3D მოდელირების ტრენინგი
13 მაისი

13 მაისს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით ტექნოპარკში  3D მოდელირების და ბეჭდვის ტრენინგი იწყება. ტრენინგის ფარგლებში 10-დან 12 წლამდე მოსწავლეები შეისწავლიან პროგრამას Autodesk 123D Design  და 3D პრინტერზე ბეჭდვას.

Autodesk 123D Design არის 3D მოდელირების პროგრამა, რომელიც საუკეთესო საშუალებაა 3D მოდელირების შესასწავლად. მისი მარტივი ხელსაწყოების დახმარებით შესაძლებელია როგორც მარტივი, ასევე რთული, კომპლექსური 3D მოდელების შექმნა.
ტრენინგის ფრგლებში ბავშვები შეისწავლიან Makerbot-ის 3D პრინტერთან მუშაობას და შეძლებენ საკუთარი მოდელების ბეჭდვას.

ტრენინგის შედეგად ბავშვები დაეუფლებიან მომავლის პროფესიის საწყისებს, განუვითარდებათ სივრცული ხედვა და ლოგიკური აზროვნება.

ყველა დარეგისტრირებული მოსწავლე გაივლის გასაუბრებასა და ტესტირებას.

ტრენინგი ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას 12 დან 1 საათამდე.

კურსი უფასოა და მისი ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 09/05/2017

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://goo.gl/ejIYKb