დაჯავშნე დანადგარი
სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეების სტუმრობა
სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეების სტუმრობა
22 მარტი

ტექნოპარკს სკანდინავიურ - ბალტიური რვიანის წევრ ქვეყანათა პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ტექნოპარკის სივრცე და სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს გაეცნენ. ასევე, შედგა ორმხრივი შეხვედრა, სადაც ისაუბრეს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების კუთხით.

შეხვედრის მიზანია, ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპების განვითარების კუთხით. ასევე, NB8-ის წევრი ქვეყნებისგან გამოცდილების გაზიარება და ჩვენი ქვეყნის სტარტაპებსა და მათ სტარტაპებს შორის მჭიდრო კავშირი.

მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც. ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინოვაციების სააგენტოს მიერ განხორციელდა.