დაჯავშნე დანადგარი
საფრანგეთის ელჩის სტუმრობა ტექნოპარკში
საფრანგეთის ელჩის სტუმრობა ტექნოპარკში
27 თებერვალი

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკს დღეს საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი პასკალ მენიე ეწვია.

სტუმარმა ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა და გაეცნო სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს.

საფრანგეთის ელჩსა და სააგენტოს წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ელჩი ასევე შეხვდა სააგენტოს სტარტაპებს და მათ საფრანგეთის მიერ შეთავაზებული პროგრამების შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრაზე სტარტაპებს მიაწოდეს ინფორმაცია საფრანგეთში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ჰაკათონის შესახებ, რომელშიც ექსკლუზიური მონაწილეობის შესაძლებლობა პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს" მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის ერთ-ერთ გამარჯვებულ სტარტაპს - Vrex-ს მისცეს. VRex საშუალებას აძლევს ტურისტებს სასურველი ტურის დაგეგმვამდე ვირტუალური რეალობის მოწყობილობების საშუალებით მოინახულოს ღირშესანიშნაობა და თანხის გადახდამდე იქონიოს წარმოდგენა სხვადასხვა შეთავაზებაზე.

ღონისძიება 2017 წლის 16 მარტს პარიზში, პარიზის მერისა და Paris & Co-ს ორგანიზებით იმართება.

ჰაკათონის ფარგლებში, პარიზის მერიის დარბაზები ერთი დღის მანძილზე სტარტაპებს, დიდ კომპანიებსა და სპორტსმენებს, ისევე როგორც სხვადასხვა დიდ სპორტულ ფედერაციებსა და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლებს