დაჯავშნე დანადგარი
პროფესიული განათლების ჰაკათონი #VetHack
პროფესიული განათლების ჰაკათონი #VetHack
03 აპრილი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორგანიზაცია “EUHack”-ის ორგანიზებით ტექნოპარკში “პროფესიული განათლების ჰაკათონი” გაიხსნა!
ჰაკათონში მონაწილეობენ განათლების სამინისტროს 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ ან ინოვაციურ პროდუქტებს ფაბლაბების ბაზაზე შექმნიან.
აპრილს მონაწილე გუნდებმა სხვადასხვა სახის ტრენინგები გაიარეს. ჯიურის წინაშე პრეზენტაციის შემდეგ შეირჩა 14 გუნდი, რომელიც დაიწყებს ფაბლაბში მუშაობასა და იდეის მატერიალიზაციას მენტორის დახმარებით. სამი კვირის განმავლობაში მათ ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებული დანადგარები (ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი ჩარხი და ა.შ.) და შექმნან მაღალტექნოლოგიური პროდუქტები.
საქართველოში 22 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიიდან 14 პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე მოქმედებს. პროექტის მიზანია კრეატიული აზროვნების განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ცნობადობის ამაღლება და სტარტაპ კომპანიების ფორმირება პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე.
ჰაკათონის დასკვნითი ეტაპი 23 აპრილს ტექნოპარკში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც გუნდები საკუთარი პროექტებით კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგებიან.


#VET #Hackathon