დაჯავშნე დანადგარი
Little Bits-ის ვორქშოფი
Little Bits-ის ვორქშოფი
24 თებერვალი

ტექნოპარკის ფაბლაბი ყოველკვირეულად ატარებს Little Bits-ის ვორქშოფს, Little Bits- ეს არის მარტივი და სახალისო ელექტრონული კონსტრუქტორი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს გაეცნოს ელექტრონიკის საწყისებს. სახალისო და შემეცნებითი ვორქშოფის ფარგლებში ბავშვები მოდულების მარტივი გადაწყობით შეძლებენ შექმნან სხვადასხვა დანიშნულების ფერადი სათამაშოები, გაეცნონ ელექტრონიკის საწყისებს და მოწყობილობებს.

ვორქშოფი ტარდება ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს ტექნოპარკში.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ბავშვს 8-დან 12-წლამდე.