დაჯავშნე დანადგარი
ტრენინგი ''როგორ მუშაობს ფაბლაბი''
ტრენინგი ''როგორ მუშაობს ფაბლაბი''
24 თებერვალი

ტექნოპარკის ფაბლაბში  მუდმივად ტარდება  სატრენინგო პროგრამა თემაზე: როგორ მუშაობს ფაბლაბი.

დაინტერესებულ პირებს აქვთ შანსი შეისწავლონ თანამედროვე მოთხოვნადი დანადგარები, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ  შექმნათ თითქმის ყველაფერი. მონაწილეები გადიან  ინტენსიურ ტრენინგებს და ეცნობიან შემდეგი ტიპის დანადგარებთან მუშაობის პრინციპებს: პროგრამირებადი ჩარხი,ბრტყელ ზედაპირზე ბეჭდვა,ლაზერული ჭრა და გრავირება,ვაკუუმფორმირება და თერმოგადატანა,ფართოფორმატიანი ბეჭდვა და სასერი პლოტერი, 3D ბეჭდვა.